რუსი ჟურნალისტების საქმე

by Georgian Broadcaster
პუტინის ბრძანებას და ე.წ. ავიაემბარგოს მყისიერად მოჰყვა სახელმწიფო უწყებების განცხადებები. რუსეთის დიპლომატიური უწყება მუქარის ტონით წერს, რომ აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლებას სთხოვს, უზრუნველყოს რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ჟურნალისტების უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტელეარხ „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. განცხადებას აქვეყნებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროც. განცხადებები ამით არ ამოიწურა, მიმართვა და მოწოდებები დღეს უკვე რუსეთის ომბუდსმენისგან გავრცელდა, რასაც ნინო ლომჯარიამ უპასუხა.

თემის დეტალები „მოამბეში“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.