ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა - ივანიშვილი დოონალდ ტ უსკთან შეხვედრაზე

by Kavkasia TV
(ახალი ამბები 11.07. 2019)
„დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს“, - ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა.

ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მაღალი რანგის ბევრი სტუმრების ამ რაოდენობით მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრა საინტერესოდ და შთამბეჭდავად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო კიდევ ბეევრ წარმატებას მიაღწევს.

გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi