ინციდენტი სვანეთის გზაზე

by Livepress.ge News
ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მოქმედი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროს მეპატრონეები და თანამშრომლები აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ, რეგულარულად აჩერებენ ხე-ტყით დატვირთულ ავტომანქანებს, გადაჰყავთ საჯარიმო სადგურებზე და დიდი რაოდენობით ჯარიმას აკისრებენ.