დეპორტირებულთა სტატისტიკა

by Georgian Broadcaster
ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ გამკაცრებული საემიგრაციო წესები: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ, შანსი პრაქტიკულად აღარ რჩებათ.

მთავარი მიზეზი ევროპის 12 ქვეყნის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებაა. ევროკავშირის დანარჩენი წევრები კი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებია, სწორედ მითითებული 12 ქვეყნის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობენ. ამიტომ თავშესაფრის მაძიებელთა ისტორიები ძირითადად დაკავებით და დეპორტაციით სრულდება, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა.

2018 წლის დასაწყისიდან დღემდე 5 600-ზე მეტი მოქალაქეა გამოძევებული. ამავე პერიოდში თავშესაფარი 18 000-მდე მოქალაქემ ითხოვა და მათგან მხოლოდ 3% დაკმაყოფილდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.